17:51 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-11 17:46:34, 1954 ნახვა

ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტოს ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტოს (MIGA) ვიცე-პრეზიდენტს, ვიჯაი აიერს შეხვდა.

სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტოს მონაწილეობით განხორციელებულ პროექტებს და სამომავლო პარტნიორობის პერსპექტივას.

„გვქონდა ძალიან პროდუქტიული დიალოგი ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანთან და მის გუნდთან. ჩვენ მოუთმენლად ველით MIGA-ს პროდუქტების ფართოდ გამოყენებას, რათა საქართველომ ისარგებლოს კერძო ინვესტიციების მოზიდვით, როგორც ინფრაქტრუქტურულ, ასევე სხვადასხვა პროქტებში",-  აღნიშნა MIGA-ს ვიცე-პრეზიდენტმა.

MIGA მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრია და საქმიანობას ახორციელებს წევრ ქვეყნებში,  მათ შორის, საქართველოში.  MIGA-ს მიერ რისკების დაზღვევის მექანიზმი ერთი მხრივ, უცხოელი ინვესტორებისთვის აიაფებს კაპიტალზე წვდომას, მეორე მხრივ, კიდევ უფრო მეტად ზრდის მათ დაინტერესებას, მონაწილეობა მიიღონ საქართველოში განხორციელებულ მსხვილ პროექტებში.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics