19:54 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-10 16:47:02, 2448 ნახვა

კომენტარი
პრემიერი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრის კითხვაზე - ვალების განულებას ამომრჩევლის მოსყიდვასთან კავშირი არ აქვს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, 600 000 მოქალაქისთვის სესხის დაფარვას ამომრჩევლის მოსყიდვასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

ამის შესახებ პრემიერმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საბჭოს წევრის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც დაინტერესდა არის თუ არა კავშირი სესხების განულებასა და არჩევნებს შორის.

„600 ათასი ჩვენი მოქალაქე შავ სიაში იყო, მათ არანირი შანსი არ ჰქონდათ ქვეყანაში ეკონომიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა მიეღოთ. არჩევნების წინ, როგორც პრემიერმა წამოვაყენე ეს ინიციატივა 2018 წლის აგვისტოში, განვაცხადეთ, რომ ვაპირებდით ამ პროგრამის განხორციელებას. ეს რისკის წინაშე აყენებდა ქვეყნის ეკონომიკას. თუ შევხედავთ ბოლო რეიტინგებს საერთაშორისო საკრედიტო ორგანიზაციებმა საქართველო დააწინაურეს და მთავრი არგუმენტი იყო,რომ ჩვენ ეს პროგრამა განვახორციელეთ. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ვალების ჩამოწერის პროგრამას არჩევნებთან კავშირი არ აქვს“, - განაცხადა ბახტაძემ.

 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics