19:53 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-10 12:58:39, 2308 ნახვა

კომენტარი
​გოცირიძე - ივანიშვილს რუსეთი არცერთხელ უხსენებია, თუმცა ახსენა „კაპიტანი გიგაური“, შავგულიძე და ენმ

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, პარტია "ქართული ოცნების" ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლებას კარგავს და ეს მის ინტერვიუში ნათლად გამოჩნდა. 

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, ივანიშვილმა ძალიან ბევრჯერ ახსენა ოპონენტები, თუმცა მთავარი აქცენტი, რომელიც რუსეთის ფაქტორს შეეხებოდა, არ გაუკეთებია. 

გარდა ამისა, პოლიტიკოსისთვის მუუღებელია, ივანიშვილის განცხადება ანაკლიის პორტთან დაკავშირებით. გოცირიძის განმარტებით, მსგავსი განცხადებები ინვესტორებს პროექტში თანხის ჩადების სურვილს უკარგავს. 

"ეს იყო შეშინებული კაცის დარდები, რომელიც ხვდება, რომ კარგავს ძალაულფებას, რომ დარჩა მარტო, გაწირა ყველამ, ვისაც კი ელემენტარულად ჭკუა მოეკითხება. ოთხჯერ ახსენა „კაპიტანი გიგაური,“ ორჯერ მეტად შალვა შავგულიძე, უთვალავჯერ „ნაციონალური მოძრაობა“ და არცერთხელ უხსენებია რუსეთი. არის გახლართული თავის პარტიულ ინტრიგებში, მიატოვა საყვარელმა პოეტმა მაღრაძემაც კი და დარჩა დამწყები პოეტი თალაკვაძის ამარა. ადამიანი, რომელსაც წამოცდენებით მეტის თქმა შეუძლია, ვიდრე ხმამაღალი საუბრით. წამოცდა, რომ ანაკლიის პროექტი არის წამგებიანი და მისი რენტაბელურობა შეიძლება მიღწეული იყოს 30-40 წლის შემდეგ, ამას რომ ინვესტორი მოისმენს, როგორ უნდა გაბედოს ანაკლიის პროექტში მონაწილეობა", - განაცხადა რომან გოცირიძე.  





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics