19:52 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-09 09:47:52, 1894 ნახვა

კომენტარი
პრემიერი: ქართველი ერი ყოველთვის ერთგული დარჩება იმ იდეალების, რისთვისაც 30 წლის წინ გაერთიანდა

მე ქედს ვიხრი ჩვენი გმირების, მათი ხსოვნის წინაშე და დარწმუნებული ვარ, ქართველი ერი ყოველთვის ერთგული დარჩება იმ იდეალების, რისთვისაც 30 წლის წინ გაერთიანდა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ რუსთაველის გამზირზე განაცხადა, სადაც 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

"დღეს 30 წელი შესრულდა 9 აპრილის ტრაგედიიდან. ამ დღემ მართლაც ერთ მუშტად შეკრა მთელი ქართველი ერი თავისუფლებისთვის ბრძოლაში. მთელი ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორია ეს არის თავისუფლებისთვის ბრძოლა და ეს ბრძოლა დღესაც გრძელდება. ქართველი ერი 30 წლის წინ გაერთიანდა ძალიან ძლიერად და ამან მოგვიტანა ჩვენი სახელმწიფოებრიობის აღდგენა. სიმბოლურია ისიც, ამ ტრაგედიიდან ორი წლის შემდეგ ჩვენ გამოვაცხადეთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ცნობისთვის, 9 აპრილის მოვლენებიდან 30 წელი გავიდა. საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა დაარბიეს, რასაც მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე ემსხვერპლა.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics