|
2019-04-04 14:39:28, 1433 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა იზორიას: ეთანხმებით თუ არა ზურაბიშვილს, რომ საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა დაბომბეს ცხინვალი?!
მიკიბვ-მოკიბვის გარეშე გვიპასუხეთ, ეთანხმებით თუ არა სალომე ზურაბიშვილს, რომ საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა დაბომბეს ცხინვალი, - ამ კითხვით ენმ-ს წევრმა, თინა ბოკუჩავამ თავდავცის მინისტრს ლევან იზორიას მიმართა, პლენარულ სხდომაზე, სადაც „მინისტრის საათი“ მიმდინარეობს. ბოკუჩავამ ასევე მინისტრს ჰკითხა, რატომ ვერ გახდა „დელტა“ რენტაბელური პროექტი, როცა ის სამხედრო ტექნიკას 2012 წელსაც კი აწარმოებდა. რატომ დაშალეთ და მოკვეთეთ ბრიგადიდან მე-4 ბრიგადის 41-ე ბატალიონი, რომელშიც მსახურობდა გმირი გიორგი ანწუხელიძე. ხომ არ იყოს ეს პირდაპირ რუსთის დავალება იმიტომ რომ, სწორედ ამ ბრიგადამ მიაყენა გენერალ ხრიულოვს ჭრილობა და ამისთვის ხომ არ იყო რუსეთისგან დავალებული, რომ ეს ბრიგადა დასჯილიყო. ეთანხმებით თუ არა საქართველოს უმაღლეს მთავარსარდალს, სალომე ზურაბიშვილს, რომ საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა დაბომბეს მძინარე ცხინვალი - ან კი ან არა. ძალიან გთხოვთ, მიკიბვ-მოკიბვის გარეშე გვიპასუხოთ“, - მიმართა ბოკუჩავამ იზორიას.
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)