|
2019-04-02 15:02:13, 1730 ნახვა
ეკონომიკა
გენადი არველაძე: თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებმა ქართველ მეწარმეებს განვითარების შესაძლებლობები გაუჩინა
1-2 აპრილს შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის შტაბბინაში, საქართველო - ჩინეთის და ასევე, საქართველო - ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) ქვეყნების თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებთან დაკავშირებული ფაქტობრივი პრეზენტაციები გაიმართა. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე. ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლების წინაშე გამოსვლისას, გენადიარველაძემ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ახალ შესაძლებლობებზე, რომლებიც წარმოიქმნა საქართველოსა და EFTA-ს ქვეყნებს და საქართველო - ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებით განსაზღვრული დებულებების შედეგად. არველაძის განცხადებით, ორივე შეთანხმება სრულად პასუხობს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ნორმებს და ხელს უწყობს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას. „თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებმა ქართველ მეწარმეებს გაუხსნა გზა ახალი ბაზრებისკენ, სადაც მთელი რიგი პრეფერენციებით შეუძლიათ საკუთარი პროდუქციისა და მომსახურების ექსპორტი, ამავე დროს, ეს არის მათთვის დიდი გამოწვევაც, რადგან მათი პროდუქცია უნდა პასუხობდეს გარკვეული სახის სტანდარტების დაცვას. ამავე დროს, მათი დაცვის შემთხვევაში მოგებული დარჩება არა მხოლოდ მეწარმე, არამედ მომხმარებელიც. არაერთი ფაქტი არსებობს, როდესაც ქართველმა მწარმოებლებმა შეძლეს, გამოეყენებინათ აღნიშნული შესაძლებლობა და ჩვენ მათ მივესალმებით“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ. გენადი არველაძემ ასევე აღნიშნა, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების დადებითად აისახება ქვეყნებს შორის საქმიანი წრეების დაახლოების პროცესზე. საქართველოსთვის, მომსახურების ექსპორტის განვითარება პრიორიტეტული მიმართულებაა და მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმებები ასევე შეეხო მომსახურებით ექსპორტის ლიბერალიზაციის საკითხებს. შესაბამისად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა პარტნიორ ქვეყნებთან შემდგომ თანამშრომლობაზე ამ სფეროში, რომელიც საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვნად მზარდი სექტორია. შეხვედრის ფარგლებში გენადი არველაძემ ასევე უპასუხა ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მიერ, შეთანხმებებთან დაკავშირებულ კითხვებს.
(NS)
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)