|
2019-03-31 12:58:29, 1572 ნახვა
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარი ქურდობისა და ძარცვის 8 ფაქტი გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა ავჭალაში, თემქის დასახლებაში, გლდანულაში, გლდანში, მუხიანში მომხდარი ქურდობის და ძარცვის ფაქტები გახსნეს. პოლიციამ 1968 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ჭ. ე.წ. „მუხიანის დაჩების“ დასახლებაში, მოქალაქის კუთვნილი საცხოვრებელი ბინის გაქურდვის მცდელობის დროს დააკავა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ასევე, სამართალდამცველებმა გლდანში, სანზონასა და გლდანულის დასახლებაში მდებარე მაღაზიებიდან ფულის, სეიფის, სამშენებლო აპარატურისა და სიგარეტების ქურდობის 5 ფაქტი გახსნეს - მხილებულია და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა 4 პირი: 2003 წელს დაბადებული ლ.მ. 1974 წელს დაბადებული ზ.მ. 1998 წელს დაბადებული ლ.კ. და 1982 წელს დაბადებული გ.ღ. პოლიციამ ნაქურდალი ნივთები მათი საცხოვრებელი სახლებიდან ნივთმტკიცების სახით ამოიღო. გამოძიება ქურდობის ფაქტებზე სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლით მიმდინარეობს. სამართალდამცველებმა მუხიანსა და თემქის დასახლებაში მომხდარი ძარცვის 2 ფაქტიც გახსნეს. პოლიციამ ძარცვაში ბრალდებული ერთ პირი სამტრედიაში იმ დროს დააკავა, როდესაც ის საქართველოდან გამგზავრების მიზნით, სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტისკენ მიემართებოდა. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა - 1985 წელს დაბადებულმა ლ.კ.-მ მიმდინარე 21 მარტს ერთ-ერთ მოქალაქეს მობილური ტელეფონი გასტაცა და მიიმალა. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია გატაცებული მობილური ტელეფონი. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რაც შეეხება ძარცვის მეორე ფაქტს, სამართალდამცველებმა გლდანში უცხო ქვეყნის მოქალაქის ძარცვის და მობილური ტელეფონის გატაცების ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მისცეს არასრულწლოვანი, წარსულში ქურდობის ბრალდებისგან განრიდებული, 2001 წელს დაბადებული ს.ბ. პოლიციამ ნაძარცვი მობილური ტელეფონი ნივთმტკიცებად ამოიღო. ძარცვის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)