|
2019-03-30 11:16:43, 2057 ნახვა
ეკონომიკა
ქობულია: ჩვენ ვქმნით ინვესტორებთან თანამშრომლობის უფრო ეფექტურ და გამარტივებულ სქემას
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების ტრადიციულ გალა-ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და შეკრებილ აუდიტორიას სიტყვით მიმართა. მინისტრმა დადებითად შეაფასა ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ურთიერთობა კიდევ უფრო ნაყოფიერი და ორმხრივად მომგებიანი იქნება. გიორგი ქობულიამ ასევე მიმოიხილა საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები და ყურადღება გაამახვილა გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მიმართულია საქართველოში ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისკენ. „ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ საერთაშორისო და ადგილობრივ ინვესტორებთან, რათა მათ წინაშე არსებული გამოწვევები მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოგვარდეს. კარგად ვიცით, რა აწუხებს დღეს ბიზნესს და ყველაფერს ვაკეთებთ მის მოსაგვარებლად. ჩვენ ვქმნით ინვესტორებთან თანამშრომლობის უფრო ეფექტურ, გამარტივებულ და ნაკლებად ბიუროკრატიულ სქემას - „ერთი ფანჯრის პრინციპს", რომლის დროსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანამშრომლები ინვესტორებს თავად მოუგვარებენ ყველა საკითხს სხვადასხვა საჯარო უწყებებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. გიორგი ქობულიამ თავის მოხსენებაში ასევე გაამახვილა ყურადღება ისეთ პრიორიტეტულ სამთავრობო პროგრამაზე, როგორიცაა პროფესიული გადამზადება. მისი თქმით, ყოველწლიურად აღნიშნული პროგრამის მეშვეობით ტექნიკურ პროფესიებში 50,000-მდე ადამიანის გადამზადებაა დაგეგმილი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ასევე აქცენტი გააკეთა საქართველოს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორის განვითარების აუცილებლობაზე. მისი თქმით, ბევრი ბიზნესისთვის, რომელიც საქართველოსთან თანამშრომლობს, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოდან ექსპორტი მაქსიმალურად მოკლე დროში შეიძლებოდეს. გიორგი ქობულიას განცხადებით, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს, რათა ამოქმედდეს შავ ზღვაზე რეგულარული საბორნე და ფიდერული მიმოსვლა საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნების პორტებს შორის. დასასრულს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ გერმანიის ბიზნესწრეების წარმომადგენლებს საქართველოში საქმიანობისას მხარდაჭერა აღუთქვა.
(NS)
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)