|
2019-03-29 10:54:15, 1944 ნახვა
ეკონომიკა
თბილისში საერთაშორისო კონფერენცია „ენერგოეფექტური მშენებლობა“ გაიმართა
თბილისში საერთაშორისო კონფერენცია „ენერგოეფექტური მშენებლობა" გაიმართა, რომელშიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა დავით გიგინეიშვილმა მიიღო მონაწილეობა. კონფერენცია უძრავი ქონების ჰაბის „Property Georgia" (www.propertygeorgia.ge), პასუხისმგებლიანი უძრავი ქონების საინვესტიციო საბჭო - საქართველოსა და ინოვაციური ბიზნეს გადაწყვეტილებების ცენტრის C4IBS ორგანიზებით გაიმართა. ფორუმის მხარდამჭერები იყვნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები, აგრეთვე ფონდი მწვანე ზრდისთვის (GGF). თავის მოხსენებაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა დავით გიგინეიშვილმა ყურადღება გაამახვილა კანონპროექტზე „შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ", რომელიც საქართველოს პარლამენტშია წარდგენილი, აგრეთვე კანონქვემდებარე აქტების პროექტებზე - ეროვნულ მეთოდოლოგიასა და შენობებში ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების შესახებ. დავით გიგინეიშვილის განცხადებით, კანონპროექტის მიღების შემდეგ სხვა ნორმატიული აქტებიც ამოქმედდება. მისი თქმით, აღნიშნული საკანონმდებლო ბაზის მიღება საქართველოს ვალდებულებაა ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების შემდეგ, ამავე დროს, მშენებლობის სექტორში ახალი ენერგოეფექტურობის ნორმების ამოქმედება პოზიტიურად აისახება როგორც უშუალოდ მშენებლობის ხარისხზე, ასევე საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვნად შეამცირებს აღნიშნული შენობების ექსპლუატაციის ხარჯებს. კონფერენციაზე მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებმა მოხსენებები გააკეთეს შენობების სერტიფიცირების მოდელებზე და ასევე გზებზე, თუ როგორ აშენდეს ენერგოეფექტური შენობები და როგორ იქცეს ძველი მშენებლობები ენერგოეფექტურად.
(NS)
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)