02:17 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-20 14:14:59, 1337 ნახვა

პოლიტიკა
დოლიძე: კობახიძე ივანიშვილის ნების ხუთოსანი აღმასრულებელია

ირაკლი კობახიძე არის ბიძინა ივანიშვილის ნების ხუთოსანი აღმასრულებელი, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც დოლიძემ აღიშნა, მიუღებელია, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის, ასევე ეკა ბესელიას მიერ მომზადებული წინადადებები.

„დღეს, როგორც დაინიშნა ყველა პრობლემური მოსამართლე უვადოდ სასამართლოში, ზუსტად ამ მოდელს ინარჩუნებს ირაკლი კობახიძე. არც კი უშვებს „კლანი“ და ირაკლი კობახიძე, რომ შეფრინდეს ვინმე ერთი დამოუკიდებელი პიროვნებაც კი საპარლამენტო სიაში. ეკა ბესელიას ვერსიაში ძალიან ბევრი კარგი ინიციატივაა, მათ შორის ბევრი გადაუღებელი ჩემი და ნაზის კანონპროექტიდან. მაგრამ მთავარი პრობლემა აქაც იყო რა, რომ ის ხმები, რომელიც ჩადებული იყო ბესელიას ინიციატივაში, 2/3 მოსამართლეების ხმები ჰყავთ და 2/3 არამოსამართლე წევრები, 6 ვართ არამოსამართლე წევრები, 4 საკმარისია, რომ კანდიდატურა იუსტიციის საბჭოდან წავიდეს, ოღონდ ჩემი და ნაზი ჯანეზაშვილის ხმა არ იყოს საჭირო“, - განაცხადა ანა დოლიძემ.  





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics