22:16 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-17 16:14:28, 1329 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კვარაცხელია სენაკის ძმათა სასაფლაოზე დედის გვერდით დაკრძალეს

გალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელია სენაკის ძმათა სასაფლაოზე დედის გვერდით დაკრძალეს. კვარაცხელია დღეს სენაკის იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში იყო დასვენებული, სადაც პატრიარქის კურთხევით მას წესი აუგეს. 

29 წლის ახალგაზრდა, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, რამდენიმე დღის წინ, სოფელ ოტობაიადან გაიტაცეს. ის ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა,

რომელიც რუსმა ოკუპანტებმა, 4 წლის წინ ააგეს. წინასწარი ექსპერტიზის მიხედვით, ცხედარს დაზიანებები აღენიშნება, რაც მასზე ფიზიკური ძალადობის კვალზე მიუთითებს. საოკუპაციო რეჟიმი თვითმკვლელობის ვერსიას ავრცელებს, თუმცა გარდაცვლილის ახლობლები და მისი გატაცების თვითმხილველები დარწმუნებულები არიან, რომ რუსმა სამხედროებმა ქართველი ახალგაზრდა წამებით მოკლეს.

რადიო ათინათის ფოტო





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მიხეილ სააკაშვილი: რიყის თეატრი თქვენი მემკვიდრეობაა, რომელსაც ახლა ხალხს ართმევენ
გეგელია: კრემლი ღიად აქებს „ოცნების“ მთავრობას მეასედ
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics