02:31 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-17 14:02:24, 1447 ნახვა

სამართალი
იმერეთის პოლიციამ დიდი ოდენობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ცაგერის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1968 წელს დაბადებული გ.ს. ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პოლიციამ  დაკავებულის საცხოვრებელის სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო დიდი ოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა: "აკს"-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი 16 მჭიდით, სხვადასხვა კალიბრის 939 საბრძოლო ვაზნა,  7 კაფსულ-დეტონატორი, 9 ასაფეთქებელი ზონარი, 2 შეკვრა "ამონალი" და "ტროტილის" 6 შეკვრა.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics