10:42 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-15 13:29:17, 1611 ნახვა

ეკონომიკა
თებერვალში, ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 125.5 მილიონი დოლარი შეადგინა

თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 125.5 მილიონი აშშ დოლარი (332.9 მლნ ლარი) შეადგინა, რაც გასული წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 10.2 პროცენტით (11.6 მლნ აშშ დოლარით) მეტია.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.0 პროცენტი იმ 15 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ თებერვალში 1 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 15 ქვეყანაზე გასული წლის თებერვალში მთელი ფულადი გზავნილების  92.2 პროცენტი მოდიოდა.

2019 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 17.7 მილიონი აშშ დოლარი (47.1 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 18.0 მილიონი აშშ დოლარისა (44.3 მლნ ლარისა) 2018 წლის თებერვალში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
ტრამპი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა
ხამენეის დაკრძალვის ლოცვაში მილიონობით მონაწილე სკანდირებს და მისი სიკვდილისთვის შურისძიებას ითხოვს
ლონდონში ლგბტ პირთა აღლუმში ათიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics