21:51 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-13 14:52:57, 1470 ნახვა

სამართალი
ვალეში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში "ვალე“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა.

საფრანგეთის მოქალაქეს დ.ბ.-ს, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები (74 აბი), ეჭვის საფუძველზე, კუთვნილი ბარგების დათვალიერების შედეგად აღმოაჩნდა. 

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა. გამოძიება საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics