|
2019-03-12 17:03:55, 1499 ნახვა
ეკონომიკა
ბატიაშვილი: უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელი, წელს იგივე დარჩება თუმცა, მომავალ წელს მიდგომა შეიცვლება
უმაღლესი განათლების სისტემის დაფინანასების ახალ მოდელთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ არსებული მოდელი არაეფექტურია და სამინისტრო მსოფლიო ბანკთან ერთად, ახალ მოდელზე მუშაობს. მინისტრის თქმით, დღეს სისტემა აწარმოებს დაუსაქმებელ ადამიანებს, რომლებსაც უჭირთ შრომით ბაზარზე ადგილის დამკვიდრება, რაც უნდა დასრულდეს: „უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელი, წელს იგივე დარჩება თუმცა, მომავალ წელს მიდგომა შეიცვლება, სახელმწიფოს მიერ მხოლოდ ის მიმართულებები დაფინანსდება, რაც ქვეყნისთვის პრიორიტეტულია. სამინისტრო აქტიურად მუშაობს, რათა გადასვლა მოხდეს ისეთ მოდელზე, რომელიც უფრო მეტად იქნება მასტიმულირებელი უმაღლესი სასწავლებლებისთვის“, - განაცხადა მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)