21:52 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-12 14:26:30, 1681 ნახვა

სამართალი
სასამართლომ დავით კირკიტაძე ისევ პატიმრობაში დატოვა

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი დავით კირკიტაძე ისევ პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლემ დავით კირკიტაძისთვის ადვოკატის შეუამდგომლობა პატიმრობის შეწყვეტასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. 

ადვოკატის გიორგი კონდახაშვილის თქმით, მან შუამდგომლობა ახალაღმოჩენილი გარემოებების გამო დააყენა. ადვოკატის მტკიცებით, ადგილზე წარმოდგენილი იყო 2000-ზე მეტი თავდები პირის ხელმოწერა, ხოლო სასამართლო სხდომაზე პარლამენტის ის წევრები იმყოფებოდნენ, რომლებიც კირკიტაძეს თავდებში უდგებიან. კონდახაშვილმა მოსამართლეს მისი დაცვის ქვეშ მყოფის პირადობის მოწმობა და პასპორტი გადასცა.

შუამდგომლობას სახელმწიფო ბრალდების მხარე არ დაეთანხმება. პროკურორ სანდრო გიორგაშვილის თქმით, ადვოკატმა ვერანაირი ახალი გარემოება  ვერ წარმოადგინა, რაც პატიმრობის შეწყვეტას უკავშირდება. 

შეგახსენებთ, კირკიტაძეს ბრალი კახეთის პოლიციის დეპარტამენტში 19 დეკემბერს წარუდგინეს. გამოძიება კირკიტაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, ველისციხეში 16 დეკემბერს გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics