|
2019-03-12 10:04:32, 1549 ნახვა
ეკონომიკა
კორეასა და საქართველოს შორის სავაჭრო-საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობის საკითხზე მემორანდუმი გაფორმდება
კორეის სავაჭრო-საინვესტიციო ხელშეწყობის სააგენტოსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება, - აღინიშნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას შეხვედრაზე კორეული სააგენტოს უფროს აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტ ჯონგჩუნ კიმთან. აღნიშნულ ორგანიზაციას მსოფლიოს 85 ქვეყანაში 127 წარმომადგენლობა აქვს. შეხვედრაზე კორეული სააგენტოს წარმომადგენლებმა ისაუბრეს ვაჭრობისა და საინვესტიციო საქმიანობის მხარდაჭერის ინსტრუმენტებზე, რომლებიც მათ უცხო ქვეყნებში კორეული ბიზნესისთვის გააჩნიათ. აღინიშნა, რომ გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა ქვეყნებს შორის ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მიმართულებით. შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას კორეაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)