|
2019-03-07 18:11:27, 1720 ნახვა
კომენტარი
ქადაგიძე: ჩვენების მიცემის პროცესმა დაადასტურა, რომ რეგულატორთან კითხვები არ არსებობს
"ჩვენების მიცემის დღევანდელმა პროცესმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რეგულატორთან კითხვები არ არსებობს", - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ჟურნალისტებს გამოკითხვის დასრულების შემდეგ განუცხადა. ქადაგიძის თქმით, მნიშვნელოვანია შეიქმნას საგამოძიებო კომისია, სადაც ყველა მოხელე არსებულ კითხვებს პასუხს გასცემს. "ვფიქრობ, რომ ეს საკითხი თავისი მასშტაბიდან, მოცულობიდან და შინაარსიდან, ჩართული პირებიდან გამომდინარე და იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვისმენთ, საჭიროებს არგუმენტირებულ და მკაფიო პასუხებს. ეს პასუხები შეიძება იქნას მირებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა მოქმედი და ყოფილი მოხელე, საჯაროდ გააკეთებს განმარტებებს. ეს არ არის რიგითი ამბავი. ჩვენების მიცემის დღევანდელმა პროცესმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რეგულატორთან კითხვები არ არსებობს. ძირითადი კითხვები ეხებოდა ზედამხედველობის სააგენტოს ფუნქცია-მოვალეობებს და კონკრეტულ აქტს, რომელიც ჩვენი ქვეყნის რთულ პერიოდს ეხება", - განაცხადა ქადაგიძემ.
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
ივანიშვილის წარმომადგენელ პაპუაშვილს ჰქონია, რომ ცენზურა ქვეყანაში ევროკავშირის იმიჯის გამოსასწორებლად დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)