|
2019-03-07 14:28:13, 1562 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ქობულია: ბიზნესთან პირისპირ შეხვედრა ყოველთვის საჭიროდ და სასარგებლოდ მიმაჩნია
„ყოველთვის საჭიროდ და სასარგებლოდ მიმაჩნია ასეთი ტიპის შეხვედრები ბიზნესთან, რადგან ძალიან მჭირდება, რომ უშუალოდ მათგან მოვისმინო იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც მათ აწუხებთ“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრებთან შეხვედრის შემდეგ. შესავალ სიტყვაში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებზე, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მთავრობის გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მიმართულია ბიზნესის სტიმულირებისა და ექსპორტის ხელშეწყობის კუთხით. მინისტრის მისალმების შემდეგ, შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, რომლის დროსაც ასოციაციის წევრებმა მათთვის პრიორიტეტულ საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება. განხილული იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა სახელმწიფო შესყიდვებში ადგილობრივი წარმოებების წახალისება, ბიზნესის სტიმულირების პროგრამების სრულყოფა, ექსპორტის ხელშეწყობა და სხვ. შეხვედრას ასოციაციის 80-მდე წარმომადგენელი დაესწრო. მინისტრთან ერთად, ბიზნესმენთა შეკითხვებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტის მოადგილეები ეკატერინე მიქაბაძე და გენადი არველაძე პასუხობდნენ. შეხვედრას ასევე დაესწრო ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)