20:29 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-05 16:24:16, 2041 ნახვა

სამართალი
ხაზარაძის თქმით, გახარიასგან მიღებული წერილი ლონდონში, ექსპერტიზაზეა გაგზავნილი

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან მიღებული წერილი ლონდონში, ექსპერტიზაზე გაგზავნა.

როგორც ხაზარაძემ ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის დასრულების შემდეგ განუცხადა, გამომძიებლებს დღეს წერილის ასლი გადასცა.

„წერილის ასლი გადავეცი, გავაკეთე კომენტარები. წერილში რა წერია ეგ იყოს პროკურატურის კომპეტენცია, რამეთუ კარგად ატარებენ პრესკონფერენციებს. წერილის ორიგინალი გაგზავნილია ლონდონში, ექსპერტიზაზე“, -  აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტში გამართულ სხდომაზე თიბისის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადარომ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო. ხაზარაძის განცხადებას მოგვიანებით შს მინისტრი გამოეხმაურა და მას „პრივილეგირებული ბიზნესმენის მიერ ჭორაობით იმუნიტეტის მოპოვების მცდელობა“ უწოდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics