19:17 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-19 12:08:30, 680 ნახვა

სამართალი
თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრები ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულებს თავდებში ჩაუდგნენ

საქართველოს თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრები ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულებს თავდებში ჩაუდგნენ.

ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასასმართლოში მიმდინარე წინა სასამართლო სხდომაზე გახდა ცნობილი, რომელზეც თავდაცვის სამინისტროს დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობას განიხილავენ.

თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს თავდებში უდგებიან: თამარ კორძაია, თინა ხიდაშელი, თამარ ჩარკვიანი, გივი სიხარულიძე, გიგლა აგულაშვილი, გუბაზ სანიკიძე, ანი მიროტაძე, დავით თევზაძე და გია ყარყარაშვილი. აღსანიშნავია, რომ გია ყარყარაშვილი მიმდინარე პროცესს ესწრება.

პროკურატურამ დაკავებულებისთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა უკვე დააყენა. დაცვის მხარე პატიმრობის უპირობო გაუქმებას ითხოვს.

მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად რამდენიმე წუთში გავა.

ცნობისთვის, ე.წ. კაბელების საქმეზე სულ 5 პირია დაკავებულია. ესენი არიან: ნუგზარ კაიშაური, გიზო ღლონტი, დავით წიფურია, გიორგი ლობჟანიძე, არჩილ ალავიძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
ახმეტაში, შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი ტბაში დაიხრჩო
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics