15:36 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-25 15:32:45, 1132 ნახვა

პოლიტიკა
ეკა ბესელიამ შესაძლოა, პარლამენტში ახალი ფრაქცია შექმნას

დეპუტატი ეკა ბესელია არ გამორიცხავს, რომ პარლამენტში ახალი ფრაქცია და პოლიტიკური ჯგუფი შეიქმნას.

როგორც მან აღნიშნა, პოლიტიკური ჯგუფი პირველ ეტაპზე თემატურად გაერთიანდება.

ამასთან, მისივე თქმით, საპარლამენტო უმცირესობა მას შემდეგ დაიშლება, რაც უმრავლესობას კიდევ ერთი დეპუტატი გამოაკლდება.

„დავიწყებ კონსულტაციებს ყველა იმ ადამიანთან, ვინც შეიძლება იყოს მოაზრებული ამ ახალი პოლიტიკური პლატფორმის ქვეშ. ეს, პირველ რიგში, გულისხმობს გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც თემატურად გაერთიანდება პირველ ეტაპზე და ეს თემა პირდაპირ უკავშირდება მართლმსაჯულების რეფორმას და სამართლიანობის პროცესს. თემატურად შეგვიძლია ვითანამშრომლოთ მათ შორის „სოციალ-დემოკრატებთანაც“, თემატურად. მე ვიცი, რომ ისინიც ფიქრობენ ამაზე, არ გამოვრიცხავ, რომ მალე მოხდეს ეს.

​შეიძლება, პარლამენტში ახალი ფრაქცია ვიხილოთ და ახალი პოლიტიკური ჯგუფი შეიქმნას. ჯერ ფრაქციაზეა საუბარი. უმცირესობა დაიშლება, როგორც კი ერთი დეპუტატი გამოვა უმრავლესობიდან. ეს უმცირესობას ავტომატურად დაშლის. ახალი უმცირესობა როდის შეიქმნება არ ვიცი“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics