13:29 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-21 14:56:20, 1297 ნახვა

პოლიტიკა
მელია ოხანაშვილს - ვერ წარმოვიდგენდი, რომ თქვენი გუნდის წევრის კანონპროექტს მხარს სიამოვნებით დავუჭერდი

 „ვერ წარმოვიდგენდი, რომ იმ კანონპროექტს მხარს დიდი სიამოვნებით დავუჭერდი, რომელსაც თქვენი გუნდის წევრი გამოიტანდა დასამტკიცებლად“, - ამ სიტყვებით ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ პარლამენიტს პლენარულ სხდომაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს მიმართა.

როგორც მან აღნიშნა, მიუღებელია არგუმენტი თითქოს, აღნიშნული კანონპროექტი კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის.

„დავუშვათ და არ მოდის წინააღმდეგობაში თქვენი სტანდარტით მხარს დაუჭერდით თუ არა ამ კანონპროექტს? მაშინ, როდესაც ბატონი კობახიძე, თქვენი მეგობარი და ლიდერი, საუბრობს, რომ ეს ადამიანები, მურუსიძე- ჩინჩალაძეები მასობრივად ცუდ რაღაცებს ჩადიოდნენ წინა წლებში და ჩადიოდნენ მართლა ცუდ რაღაცეებს და დღეს მასობრივად კარგ რაღაცებს ჩადიან. პოლიტიკურად არ გაგიკეთებიათ განცხადება მხარდასაჭერი ამ კანონპროექტის და რომელ სამართლებრივ ასპექტებზე საუბრობთ და რატომ იტყუებით ბატონო ანრი?!

თქვენ მართლა ფიქრობთ, რომ ეს რამდენიმე მეგობარი, რომელსაც თქვენ ესაუბრებით, ეს არის მთელი ქვეყანა? ვერ წარმოვიდგენდი, რომ იმ კანონპროექტს მხარს დიდი სიამოვნებით დავუჭერდი, რომელსაც თქვენი გუნდის წევრი გამოიტანდა. მაგრამ ხვალ და ზეგ ისეთი რამე არ ქნათ, რომ შეგრცხვეთ წამოსაძახებლად“, - მიმართა მელიამ ოხანაშვილს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მილიარდერები რუსეთიდან თავიანთი ფულის გატანას ჩქარობენ, რადგან სამხედრო ბიუჯეტისთვის კონფისკაციის შიში აქვთ
CBS: აშშ კუბაში დესანტის გახსნას განიხილავს
ელენე ხოშტარიას თოდუას კლინიკაში კვლევები ჩაუტარდა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics