21:09 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-20 16:50:14, 1161 ნახვა

კომენტარი
ფოფხაძე - გუნდში არც მდგმურები ვართ და არც ვიღაცის კაცის კაცები, ეს ადგილი ვინმეს წყალობით არ მიგვიღია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადებას ნეგატიურად აფასებს. 

ფოფხაძემ აღნიშნა რომ, მას და მის თანამოაზრეებს ადგილები პარტიაში პროტექციით არ მიუღიათ და გადაწყვეტილებასაც საკუთარი სურვილით მიიღებენ და არა ვინმეს მითითებით.  

„შეეშალა პოლიტსაბჭოს, არასწორ ნაბიჯს დგამენ და არასწორ განცხადებებს აკეთებენ. პოლიტსაბჭოს  გადაწყვეტილება ჩემთვის არ არის უმაღლესი ინსტანცია მორალური თვალსაზრისით. ის ადამიანები, რომლებიც ამ ინიციატივით გამოვდივართ, ამ გუნდში არც მდგმურები ვართ და არც შემთხვევით მოვხვდით და ვიღაცის კაცის კაცები არ ვართ. ჩვენ ეს ადგილი ვინმეს წყალობით არ მიგვიღია ასე, რომ რა გადაწყვეტილებებიც არ უნდა მივიღოთ, დარჩენის ან წასვლის თაობაზე, ყველა ეს გადაწყვეტილება იქნება ნაკარნახები იმ მორალური ღირებულებებით, რომლითაც ჩვენ ვართ პოლიტიკაში“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics