|
2019-02-12 10:50:12, 3049 ნახვა
მსოფლიო
BBC: ამერიკელმა კონგრესმენებმა ბიუჯეტთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს
დემოკრატმა და რესპუბლიკელმა კონგრესმენებმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხეთ საზღვრების დაცვის საკითხზე წინასწარ შეთანხმებას მიაღწეიეს, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, კონგრესმენების ამ გადაწყვეტილებით მთავრობა შეძლებს მორიგი ე.წ. შათდაუნი თავიდან აიცილოს. როგორც რესპუბლიკელმა სენატორმა რიჩარდ შელბიმ ჟურნალისტებს განუცხადა, კონგრესმენებმა შეთანხმებას დახურულ შეხვედრაზე მიაღწიეს. ამასთან, სხვადასხვა მედიით ვრცელდება ინფორმაცია შეთანხმების დეტალებზე. კერძოდ, კონგრესმენების გეგმა სასაზღვრო კედლისათვის ბიუჯეტში 1.4 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. თავის მხრივ ქვეყნის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კედლის აშენებისთვის 5.7 მილიარდ დოლარს ითხოვს. აღსანიშნავია, რომ შეთანხმება ძალაში იმ შემთხვევაში შევა, თუ დონალდ ტრამპმა მას ხელი მოაწერა. გარდა ამისა, თეთრი სახლის ლიდერის თქმით, კედელი აშშ-მექსიკის საზღვარზე ნებისმიერ შემთხვევაში აშენდება.
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)