04:09 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-31 18:19:46, 1139 ნახვა

კომენტარი
იონათამიშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: როცა სიმართლე შენს მხარეს არის, მასშტაბებს მნიშვნელობა არ აქვს

„როცა სიმართლე შენს მხარეს არის, მასშტაბებს მნიშვნელობა არ აქვს. ამ დროს ყველაზე მთავარი - ადამიანის უფელბებისადმი ერთგუელბაა“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“.

როგორც დეპუტატი აცხადებს, ეს საქართველოსთვის ღირსების საქმე იყო, რითაც სამართლიანობის აღდგენასთან ერთად, საერთაშორისო დონეზე მნიშვნელოვანი პრეცედენტი შეიქმნა.

„ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო - საქართველოს 1500 მოქალაქის სასარგებლოდ რუსეთს 10 მილიონი ევროს კომპენსაციის გადახდა დაეკისრა. ჩვენი ქვეყნისთვის ეს იყო ღირსების საქმე, რითაც სამართლიანობის აღდგენასთან ერთად, საერთაშორისო დონეზე შეიქმნა ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი - პასუხს აგებს ყველა ხელისუფალი, ვინც უგულებელყოფს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და/ან დაარღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს.

 მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამ საქმეში ის იყო მთავარი მოპასუხე, არამედ - 2012 წლამდე სტრასბურგის სასამართლოში მხოლოდ 118 მოქალაქის მონაცემები იყო გაგზავნილი, 2014-2016 წ.წ. კი იუსტიციის სამინისტრომ მოიძია, დაამუშავა და 1500-ზე მეტი მოქალაქის მონაცემები გაუგზავნა სასამართლოს, რომელმაც, თავის მხრივ, მათი უფლებებიც თანაბრად აღიარა!

 ვულოცავ ყველას, განსაკუთრები კი მათ, ვინც 2008 წელს რუსეთის ხელისუფლებისგან უშუალოდ დაზარალდნენ. როცა სიმართლე შენს მხარეს არის, მასშტაბებს მნიშვნელობა არ აქვს. ამ დროს ყველაზე მთავარი - ადამიანის უფელბებისადმი ერთგულებაა“, - წერს რატი იონათამიშვილი.

ცნობისთვის, დღეს სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოს მოქალაქეების მასოვრივი დეპორტაციის გამო, 10 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics