04:10 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-18 10:44:34, 1632 ნახვა

კომენტარი
კალაძე: როგორც კი დიდ დიღომში საგამოძიებო მოქმედებები დასრულდება, დანგრეული შენობის აღდგენით სამუშაოებს დავიწყებთ

თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, დიდ დიღომში საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. 

როგორც კალაძემ აღნიშნა, უამრავლმა ადამიანმა მიმართა მერიას დაზარალებული ადამიანების დახმარების თხოვნით, რისთვისაც ის ყველას მადლობას უხდის. 

„თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ყველაფერს გააკეთებს დაზარალებულების დასახმარებლად. როგორც კი დასრულდება საგამოძიებო მოქმედებები და მოგვეცემა ამ დანგრეულ შენობა-ნაგებობებში შესვლის უფლება, მაშინვე დავიწყებთ აღდგენით სარეაბილიტაციო სამუშაოებს. რა თქმა უნდა, ყველაფერს ეშველება, ყველაფერი აღდგება, ანაზღაურდება, თუმცა სამწუხაროდ, გარდაცვლილი ადამიანების სიცოცხლეს უკან ვერ დავიბრუნებთ. ამ ფაქტმა ნამდვილად მთელი საზოგადოება შეძრა. უამრავმა ადამიანმა გამოთქვა დაზარალებული ადამიანების დახმარების სურვილი. 2 დღის განმავლობაში არ წყდება ზარები, შეტყობინებები იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი მოქალაქეები გამოთქვამენ სურვილს და მზადყოფნას დაეხმარონ დაზარალებულ ადამიანებს სხვადასხვა ფორმით, ზოგი საცხოვრებელი ფართით, ზოგი საკვებით და ა.შ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მათგანს სოლიდარობისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი სოლიდარობა. მინდა ასევე გადავუხადო მადლობა სასტუმროების - „შაინი“, „ტეხასი“, ასევე „რუსთაველი 36“-ის მფლობელებს, იმ თანადგომისა და მხარდაჭერისთვის, რაც ამ ადამიანებმა გამოიჩინეს. მათ ყოველგვარი გადასახადების გარშე განათავსეს დაზარალებული 75 ადამიანი. ძალიან დიდი მადლობა თანადგომისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics