19:27 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-12 13:24:23, 3877 ნახვა

მსოფლიო
3 გარდაცვლილი, 23 დაშავებული - კანადაში ორსართულიანი ავტობუსი მოსაცდელს დაეჯახა [ვიდეო]

კანადის დედაქალაქ ოტავაში ორსართულიანი ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მოსაცდელის კონსტრუქციას დაეჯახა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ CTVNEWS იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემტხვევის შედეგად კიდევ 23 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 14 ადამიანი საავადმყოფოში, კრიტიკულ მდგომარეობა გადაიყვანეს.

წინასწარი ვერსიით, უამინდობის გამო, ავტობუსის მძღილმა მოყინულ გზაზე საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.

მედიის ცნობით, დაღუპულთაგან ორი ავტობუსის მგზავრი იყო, მესამე კი - გაჩერებაზე იდგა. დარტყმის შედეგად, რამდენიმე მგზავრი ავტობუსის წინა საქარე მინიდან გადავარდა. ავტობუსში, სულ მცირე, 90 მგზავრი იყო. პოლიციის თქმით, მძღოლი დასაკითხად არის გადაყვანილი.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics