14:17 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-16 15:18:18, 469 ნახვა

პოლიტიკა
საჭიროების შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანოებისთვის ავტომაგისტრალთან დაკავშირებული დოკუმენტაციები ხელმისაწვდომი იქნება

საჭიროების შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანოებისთვის ავტომაგისტრალთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტაცია ხელმისაწვდომი იქნება. ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს პრემიერის განცხადების კომენტირებისას უთხრა, რომლის თანახმად, სტიქიის გამოწვევი მიზეზებით, შესაძლოა, პროკურატურა დაინტერესდეს.
ნარმანიას თქმითვე, ავტომაგისტრალთან დაკავშირებით თავის დროზე ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა მომზადდა, ხოლო სტიქიის შემდეგ მერიამ დამატებითი დასკვნა მოამზადებინა.
"თავის დროზე მომზადდა პროექტი, რაზე დაყრდნობითაც მოხდა იქ შესაბამისი წყალგამტარების გაკეთება და გზის მშენებლობა.ამასთან დაკავშირებით არსებობს ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა.მას შემდეგ, რაც მოხდა სტიქია,  ჩვენ გავაკეთებინეთ დასკვნა და ეს ყველა დოკუმენტაცია იქნება ხელმისაწვდომი სამართალდამცავი ორგანოებისთვის, თუ ისინი შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს დაიწყებენ",-განაცხადა  დავით ნარმანიამ.
მერის  განმარტებით, მისთვის ჯერჯერობით უცნობია, თუ რა წერია კონკრეტულად დასკვნაში, თუმცა ამბობს, რომ ის  ავტომაგისტრალს უკავშირდება.
"რა წერია დასკვნაში, არ მაქვს  დეტალურ ინფორმაცია, და ამის შესახებ მოგვიანებით გაცნობებთ, თუმცა ეს დასკვნა ავტომაგისტრალს უკავშირდება, ვინაიდან ავტომაგისტრალის მშენბელობისას მდინარე მის ქვეშ მოექცა და მდინარის კალაპოტი შეიზღუდა",-აღნიშნა დავით ნარმანიამ.
შესაძლოა თუ არა დადგინდეს რომელიმე მხარის ბრალეულობა, თბილისის მერის განცხადებით,  ამასთან დაკავშირებით პროკურატურამ უნდა იმსჯელოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი: ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, თიკა ბოკუჩავაც რჩება პარტიაში
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics