08:06 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-27 14:49:28, 1612 ნახვა

კომენტარი
გია ვოლსკი პარლამენტის თბილისში გადატანაზე - ქუთაისს ვტოვებთ საკმაოდ მძლავრი ფესვებით

„ჩვენს საყვარელ ქალაქში ვიცხოვრეთ გარკვეული პერიოდი და ამ ქალაქს ვტოვებთ საკმაოდ მძლავრი ფესვებით“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისიდან თბილისში გადატანაზე საუბრისას განაცხადა.

იგი „ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგო რატიანის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ პარლამენტის თბილისში გადატანა უკან გადადგმული ნაბიჯი და ბერია-სტალინის არქიტექტურაში დაბრუნებაა.

„ქუთაისი არის სატრანსპორტო ცენტრი, იქნება განათლების ცენტრი და ამ შენობას გამოუჩნდება ღირსეული პატრონი, რომელიც არ მიატოვებს. მთავარია, რომ ადგილზე გაცილებით უფრო ინტენსიურად და სწრაფად იმუშავოს სტრუქტურებმა. ბერია და სტალინის მოხსენიება და იმ შენობასთან დაკავშირებით, არის ერთ-ერთი ფანდი, რომელსაც ახალი „ნაციონალური მოძრაობა“ მიმართავს. ეს ქალაქი იქნება არა მარტო საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვის, მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო, სატრანსპორტო ცენტრი. ეს შენობა იქნება იმ პატრონის ხელში, რომელიც არამარტო მიხედავს, არამედ გარკვეულ პრინციპებს გააძლიერებს მთელი იმერეთის მხარეს. ეს გადაწყვეტილება უსწრებდა წინ იმ გადაწყვეტილებას, რასაც ჰქვია წასვლა თბილისში, სადაც ყოველდღე უნდა მოვიდეს მთავრობის წევრი, ყოველდღე უნდა იყოს შეხვედრები უცხოურ მისიებთან და დელეგაციებთან. ამაშია საქმე და გადაწყვეტილებაც ამის საფუძველზე იქნა მიღებული“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics