23:04 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-24 11:33:02, 954 ნახვა

საზოგადოება
თბილისში საახალწლო ბაზრობა „კოოპმარკეტი“ გაიმართა

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით ბუკიას ბაღში საახალწლო ბაზრობა „კოოპმარკეტი“ მოეწყო.

 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმოებული  პროდუქციის პოპულარიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, გამართულ გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობა  საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედმა აგროპროდუქციის მწარმოებელმა 30 -მდე სასოფლო-სამეურნეო  კოოპერატივმა მიიღო .

„კოოპმარკეტზე“ წარმოდგენილი იყო სახელმწიფოს ხელშეწყობით შექმნილი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ წარმოებული პროდუქცია - თაფლი, ღვინო, ჩაი,  ქართული ნუგბარი - ჩირი, ჩურჩხელა, ასევე ხილი და  ყველი.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა საახალწლოდ უკვე   მეორედ ჩატარდა. 

დღეისათვის, საქართველოში სხვადასხვა დარგის 1000-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია რეგისტრირებული. სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით კოოპერაცია აგრარული პროდუქციის წარმოების ზრდას, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სტანდარტების დანერგვას და, შედეგად, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებას უწყობს ხელს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics