|
2018-12-24 11:31:56, 2269 ნახვა
ეკონომიკა
GAU-ში „თიბისი ბანკის“ პროგრამა „სტარტაპერის“ სტარტაპკურსი დასრულდა
ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში თიბისი ბანკის პროგრამა „სტარტაპერის" სტარტაპკურსი დასრულდა. ფინალურ ეტაპზე 5 სტუდენტისგან დაკომპლექტებულმა 6-მა გუნდმა კურსის განმავლობაში მომზადებული სტარტაპ-პროექტები ჟიურის პრეზენტაციის სახით წარუდგინა. ჟიურის გადაწყვეტილებით გამარჯვებული III-IV კურსის სტუდენტების მოფიქრებული სტარტაპ-იდეა - „მარტივი" გახდა, რომელიც სხვადასხვა წვნიანისა და სალათის მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტების ყუთს გულისხმობს. კვების მოძრავი ობიექტი ბორბლებზე, ფასდაკლებული პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მომწოდებელი აპლიკაცია, Dog friendly cafe, ექსკურსიების დასაგმემი ვებ-საიტი, ბანქო და საგანმანათლებლო სამაგიდო თამაში - ეს ის დანარჩენი პროექტებია, რომლებიც სტუდენტებმა დამსწრე აუდიტორიასა და ჟიურის გააცნეს. ორთვიანი სტარტაპკურსის განმავლობაში GAU-ს სტუდენტებმა ბიზნესის წამოსაწყებად საჭირო საბაზისო თეორიული და პრაქტიკული ცოდნა პროფესიონალი მენტორებისგან მიიღეს. სტუდენტები სხვადასხვა თემატიკის სესიებს ესწრებოდნენ, რომლებიც სტარტაპის განვითარების სრულ ფაზას მოიცავდა - იდეის დაბადებიდან წარმატებულ ბიზნესად ჩამოყალიბებამდე. კურსის განმავლობაში სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ წარმატებულ ადამიანებს, მიეღოთ მათგან რჩევები, რეკომენდაციები და დასწრებოდნენ ინსპირაციულ საუბრებს სტარტაპთემების გარშემო. სტარტაპკურსის მიზანია სტუდენტებში სტარტაპკულტურის დამკვიდრება და მათთვის ინსპირაციის მიცემა იმისთვის, რომ იდეები რეალობად აქციონ. ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტამდე სტარტაპკურსი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU) ჩატარდა.
(NS)
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)