|
2018-12-23 11:58:27, 1404 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ განათდა - ვიდეო
დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ განათდა. პირველი რესპუბლიკის მოედანზე გამართული საახალწლო ღონისძიება საგანგებოდ ამ დღისთვის დადგმული წარმოდგენით გაიხსნა, რის შემდეგაც, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავარი ნაძვის ხე ერთად აანთეს და შეკრებილ მოსახლეობას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს. „მივესალმები სტუმრებს, განსაკუთრებით პატარებს, ჩვენს მომავალ თაობას. მივესალმები, ემიგრაციაში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც დღეს, მთელი სულით და გულით აქ, ჩვენთან ერთად არიან. ასევე, იმ ადამიანებს, ვისაც გულით უნდოდა და გარკვეული მიზეზების გამო ვერ შეძლეს ღონისძიებაზე დასწრება.
დღეს ჩვენ ვიმყოფებით პირველი რესპუბლიკის მოედანზე, სადაც საზეიმოდ ავანთეთ ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე. სწორედ აქ ერთიანდება ჩვენი სიხარული, იმედები და საახალწლო ოცნებები. წინასწარ გილოცავთ ყველას დამდეგ შობა-ახალი წელს. პირველ რიგში, სრულიად საქართველოს მინდა ვუსურვო მშვიდობა, სულიერი სიშვიდე და, რა თქმა უნდა, ბევრი წარმატება. ჩვენ ძალიან რთული გზა გამოვიარეთ, იყო ბევრი პრობლემა, მაგრამ ბევრი კარგი საქმეც გაკეთდა, ბევრი რეფორმა განხორციელდა, თუმცა გამოწვევები ისევ არსებობს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთიანი ძალისხმევით, იმ შემართებით, სულისკვეთებითა და განწყობით, რაც დღეს აქ არის, შევძლებთ, ყველა გამოწვევას გავუმკლავდეთ და პრობლემები ერთად მოვაგვაროთ. გისურვებთ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას. გისურვებთ, რომ 2019 წელი ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის იყოს წარმატების, ბედნიერებისა და კეთილდღეობის მომტანი“, - განაცხადა კახა კალაძემ. საახალწლო წარმოდგენაში „გადაეცი სიყვარული“ მონაწილეობდნენ სოფო გელოვანი, ნოდიკო ტატიშვილი, გიორგი ცაგარელი, გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტი, მოძრაობის თეატრი, თბილისის მერიის „ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი'', თბილისის მერიის ალოიზ მიზანდარის სახელობის პირველი ხელოვნების სკოლის ბიჭუნათა კაპელა და ახალგაზრდული გუნდი. საახალწლო წარმოდგენის რეჟისორი ნიკოლოზ შველიძეა, ხოლო კომპოზიტორი - მიშა მდინარაძე. წარმოდგენას პირველად ჰყავდა სუდო თარჯიმანი.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)