20:48 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-18 15:41:10, 968 ნახვა

საზოგადოება
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსა და USAID-ს სოფლის მეურნეობის პროგრამას შორის მემორანდუმი გაფორმდა

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამას შორის ტექნიკური დახმარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ და  აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)  სოფლის მეურნეობის პროგრამის ხელმძღვანელმა  ლუის ფაორომ მოაწერეს ხელი. 

შეთანხმების მიზანია USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამისა და სააგენტოს ერთობლივი ძალიხმევით მოხდეს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების პოტენციალის გაძლიერება და მათი ეფექტურობის და მდგრადობის ამაღლება.

თანამშრომლობის ფარგლებში მოხდება   სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ჩამოყალიბებულ კოოპერატივებში საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) დანერგვის ხელშეწყობა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების  მარკეტინგული  მასალების მომზადება. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს კოოპერატივებისათვის ინდივიდუალური ან ჯგუფური ტრენინგების ჩატარებას. დღეისათვის საქართველოში სხვადასხვა დარგის 1102 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია რეგისტრირებული. სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით კოოპერაცია აგრარული პროდუქციის წარმოების ზრდას, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სტანდარტების დანერგვას და, შედეგად, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებას უწყობს ხელს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics