21:55 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-17 16:36:25, 1240 ნახვა

პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ გიორგი გახარიას პარლამენტში მისვლას მოითხოვს

„ევროპული საქართველო“ შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას პარლამენტში მისვლას მოითხოვს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე  განაცხადა.

მისი თქმით, შს მინისტრმა რამდენჯერმე მოატყუა პარლამენტი საკანონმდებლო ორგანოში მისვლასთან დაკავშირებით, ამიტომ მან მოუწოდა უმრავლესობას უზრუნველყონ გახარიას მისვლა.

„შინაგან საქმეთა მინისტრი ჩვენ დაბარებული გვყავდა ფრაქციის სხდომაზე, პარლამენტის 
თავჯდომარემ გვითხრა რომ მოვიდოდა, გახსოვთ ალბათ ის დისკუსიაც, რომელ დღეს მოვიდოდა ხუთშაბათს თუ პარასკევსო და აღმოჩნდა, რომ არ მოვიდა, მოგვატყუა ჩვეულებრივად. წელიწადი მთავრდება და ჯერ კიდევ არ მოსულა. გუშინ ღიად იქნა აბუჩად აგდებული კონსტიტუციური უფლება თავისუფლად გადაადგილების, მათ შორის მინისტრის მიერ და ხელისუფლების მიერ, „ქართული ოცნების“ მიერ. ახალი რეგლამენტის მიხედვით, მოვითხოვეთ მინისტრის მოსვლა კომიტეტზე და იქნება უზრუნველყოთ, რომ შს მინისტრი მოვიდეს და ყველა კითხვას გასცეს პასუხი“, - განაცხადა  სერგი კაპანაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics