19:54 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-17 16:19:29, 906 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს და ლატვიის რკინიგზებს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ლატვიის დედაქალაქ რიგაში,  სს "საქართველოს რკინიგზის" გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ და ლატვიის რკინიგზის პრეზიდენტმა ედვინს ბერძინსმა  ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. 

მემორანდუმის მიზანია, საქართველოსა და ლატვიის რკინიგზებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ჩამოყალიბება და რკინიგზაზე დაფუძნებული მულტიმოდალური ტრანსპორტირების განვითარებისათვის წინასწარი ჩარჩო ხელშეკრულების შემუშავება, რომლის მიხედვითაც სკანდინავიის ქვეყნები  კავკასიას და შემდეგ შუა აზიასა და  ჩინეთს დაუკავშირდება.

საკონტეინერო მატარებელი ZUBR ლატვიურ პორტ მუუგას აკავშირებს უკრაინის პორტებთან- ჩერნომორსკი, ოდესა და იუჟნი. უკრაინის პორტებიდან ტვირთი მიეწოდება საქართველოს პორტებს და შემდეგ მარშრუტი შუა დერეფნის გავლით ცენტრალური და აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებამდე გრძელდება.  მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაცვალონ ინფორმაცია ტარიფებისა და ბაზრის კვლევის შესახებ დერეფანში ტვირთის მოზიდვის მიზნით. 

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics