21:57 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-16 17:19:54, 1180 ნახვა

პოლიტიკა
თეიმურაზ გორჯესტანი: დღეს დაგითმეთ დედა

 „დღეს დაგითმეთ დედა, დღეს დედაჩვენი გახდა საქართველოს პრეზიდენტი და ეს არის ეს არის ჩვენთვის დიდი სიამაყე“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის შვილმა, თეიმურაზ გორჯესტანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მან წინასაარჩევნოდ გაკეთებული განცხადება გაიმეორა და აღნიშნა, რომ  სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლაში ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ყველას პრეზიდენტი იქნება.

„დღეს დაგითმეთ დედა, დღეს დედაჩვენი გახდა საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს მთავარსარდალი. ეს არის ჩვენთვის, შვილებისთვის დიდი სიამაყე. ეს არის დიდი ემოციური მომენტი. ეს ნიშნავს საქართველოს ისტორიაში და ემიგრაციის ისტორიაში, რომ ემიგრაციის მემკვიდრე დაბრუნდა საქართველოში და მე ამ მომენტში ჩემს ბაბუასა და ბებიაზე ვფიქრობდი ყველაზე უფრო მეტს.  მგონია, რომ ყველა ერთად ვფიქრობთ საქართველოს მომავალზე, საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე და რაც არის ჩვენი ოჯახისთვისა და ქვეყნისთვის მთავარი, ევროპულ მომავალზე“, - განაცხადა  თეიმურაზ გორჯესტანმა.

ცნობისთვის, ერეკლე მეორის სასახლის ტერიტორია, სადაც საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფიცი დადო, ყველა სტუმარმა დატოვა. სტუმრებმა თელავის თეატრში გადაინაცვლეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics