18:50 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-06 19:01:01, 3442 ნახვა

პოლიტიკა
მთავრობის განკარგულებით, არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის საორგანიზაციო კომისია შეიქმნა

საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტის ინაუგურაციის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ განკარგულება გამოსცა.

კომისიას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი კახა კახიშვილი უხელმძღვანელებს, მისი მოადგილე კი პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსი, გიორგი ჭოლაძე იქნება.

რაც შეეხება კომისიის დანარჩენ წევრებს, შემადგენლობა ასე გამოიყურება: მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე; მთავრობის საპარლამენტო მდივანი - ნათია მიქელაძე; პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში - სოზარ სუბარი; საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ხათუნა თოთლაძე; საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - მიხეილ ნინუა; შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ლევან კაკავა; შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი - თეიმურაზ კუპატაძე; ფინანსთა მინისტრის მოადგილე - გიორგი კაკაურიძე; თავდაცვის მინისტრის მოადგილე - ნუკრი გელაშვილი; შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე - შალვა ჯაბახიძე; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე - ირინე აბულაძე; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე - ილია ბეგიაშვილი; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე - ალექსანდრე ბატიაშვილი; სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი - ანზორ ჩუბინიძე; სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში - ირაკლი ქადაგიშვილი; საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის დირექტორი - ზურაბ დარჩიაშვილი; პრემიერ-მინისტრის აპარატის წარმომადგენლები - ბაია ცანავა, მაია თაბაგარი, გიორგი მირცხულავა, გიორგი სალაყაია; მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი - ირაკლი ჩიქოვანი.

განკარგულების თანახმად, კომისიამ ახალარჩეული პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიალის სამოქმედო გეგმა უნდა შეიმუშავოს და დასამტკიცებლად მთავრობას წარუდგინოს.

მთავრობის განკარგულება იხილეთ აქ





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics