12:41 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-06 13:28:57, 1687 ნახვა

კომენტარი
მელია: რურუა თხემით ტერფამდე გამსჭვალული იყო პატრიოტული სულისკვეთებით

"ნიკა რურუა იყო თხემით ტერფამდე გამსჭვალული პატრიოტული სულისკვეთებით", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნიკა მელიამ წმინდა პანტელეიმონის სახელობის ეკლესიაში განაცხადა, სადაც ნიკა რურუას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. 

ნიკა მელიას თქმით, რურუას გარდაცვალება დიდი დანაკლისია, როგორც გაერთიანებული ოპოზიციისთვის, ასევე მთელი საზოგადოებისთვის.

"ნამდვილად განსხვავებული ადამიანი იყო, ეს უდავოა. ის იყო ადამიანი, რომელმაც თავისი საწყისი ცხოვრება შეცვალა. ის ყოველდღე, თავის ცხოვრების განმავლობაში, საუბრობდა, ფიქრობდა, მსჯელობდა სახელმწიფოზე, სახელმწიფოებრიობაზე, დამოუკიდებლობაზე, ჩვენი ქვეყნის მომავალზე დიდ ევროპულ ოჯახში. ეს ადამიანი თხემით ტერფამდე იყო გამსჭვალული პატრიოტული სულისკვეთებით. იყო ნამდვილად განათლებული და ერუდიტი, დიდი დანაკლისია, მოაზროვნე ადამიანი დაიკარგა ძალიან ახალგაზრდა ასაკში და გაანათლოს მისი სული, დანაკლისია არამხოლოდ ჩვენი გაერთიანებისთვის, არამედ მგონია, მთელი საზოგადოებისთვის", - განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ ნიკა რურუა 4 დეკემბერს საკუთარ სახლში 50 წლის ასაკში, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
კეიკო ფუჯიმორი პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics