07:00 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-03 18:12:25, 753 ნახვა

რეგიონი
აჭარის მთავრობა ხანძრის შედეგად დაზარალებულ 5 ოჯახს დაეხმარება

მიმდინარე წლის აგვისტო-ოქტომბრის პერიოდში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად აჭარის მთავრობა სარეზერვო ფონდიდან 50,000 ლარს გამოყოფს.

აღნიშნულ პერიოდში ხანძარის შედეგად ქედის მუნიციპალიტეტში ორი, ხოლო ხულოს მუნიციპალიტეტში სამი ოჯახი დაზარალდა, მათ შორისაა ხულოს მუნიციპალიტეტის ღორჯომის თემის სოფელ ჭახაურში მცხოვრები ოჯახი, სადაც ხანძარს ორი ადამინის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს.

„სამწუხაროდ ხანძარმა ხუთივე ოჯახი უსახლკაროდ დატოვა, ჩვენ მათ დადგენილებით გათვალისწინებულ მაქსიმალურ თანხას 10,000 ლარს გამოვუყოფთ, კომისიის რეკომენდაციით ჯამში გაიცემა 50,000 ლარი. უნდა აღინიშნოს, რომ სოფელ ჭახაურში მცხოვრებ ოჯახს, სადაც ტრაგედია დატრილადა დახმარება ხულოს მუნიციპალიტეტის მერიამაც გაუწია“ - აღნიშნა შერეული სამთავრობო კომისიის თავმჯდომარემ, ზაალ მიქელაძემ.

2018 წელს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აღნიშნული ხუთი ოჯახის გარდა ხანძრის შედეგად 43 ოჯახი დაზარალდა, ოჯახების დასახმარებლად აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გაიცა 377049 ლარი.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics