12:41 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-03 14:12:25, 1491 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: კახა კალაძემ ზუსტად იცის, რა სჭირდება თბილისს

„თბილისის მერმა კახა კალაძემ ზუსტად იცის, რა სჭირდება ქალაქს",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად, დედაქალაქის მერის საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის წარდგენას დაესწრო.

მისი შეფასებით, მერის მუშაობის პირველივე წელი შთამბეჭდავია.

„პირველივე წელი მერის მუშაობის არის შთამბეჭდავი. ასეთი მერი თბილისს არ ჰყოლია, ეს თამამად შეიძლება ითქვას. ზუსტად იცის რა სჭირდება ქალაქს თბილისის მერმა კახი კალაძემ. გულით აკეთებს თავის საქმეს და ამის შედეგია ის, რაც დღეს მოვისმინეთ. ეს იყო ნამდვილად ძალიან შთამბეჭდავი",- განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის წარდგენისას, კახა კალაძემ ბიუჯეტის თბილისის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობაზე, ასევე, განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა. დედაქალაქის მერმა ყურადღება სამართლებრივ რეფორმებზე გაამახვილა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დეპუტატებსა და თბილისის საკრებულოს მადლობა გადაუხადა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
კეიკო ფუჯიმორი პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics