16:22 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-02 15:50:54, 1091 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი: მიტინგი დემოკრატიული პროცესია, მაგრამ ის არ უნდა გასცდეს სამართლებრივ ჩარჩოებს

„მიტინგი დემოკრატიული პროცესია, მაგრამ ის არ უნდა გასცდეს სამართლებრივ ჩარჩოებს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა BBC-ის რუსულ რედაქციასთან ინტერვიუში, გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, საპრეზიდენტო არჩევნებში ბევრი დარღვევა დაფიქსირდა, რის გამოც საზოგადოება უარყოფით პოზიციას გამოხატავს.

„არჩევნებზე ვითარება არ ყოფილა საუკეთესო იმის გათვალისწინებით, რომ იყო ბევრი დარღვევა. ამის გამო ხალხი უარყოფით პოზიციას გამოხატავს და ეს ბუნებრივია. ჩვენ გვყავს არჩეული პრეზიდენტი და მალე შედგება მისი ინაუგურაცია. თუმცა, ამ კანონდარღვევებთან დაკავშირებით, ხალხის პოზიცია გამოიხატება მიტინგში. მიტინგი დემოკრატიული პროცესია და მე მოვუწოდებ მათ, რომ ეს მიტინგი არ გასცდეს სამართლებრივ ჩარჩოებს. ოპოზიცია ითხოვს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, თუმცა ამ მომენტისთვის ვითარების სერიოზულ გამწვავებას არ ველოდები“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისში, პარლამენტის შენობასთან, გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics