14:30 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-30 18:40:22, 3347 ნახვა

მსოფლიო
რუსეთი ევროპაში აივ ინფექციის ყველაზე მეტად გამავრცელებელი ქვეყანაა

ევროპაში აივ ინფექციის ყველაზე მეტად გამავრცელებელი რუსეთია, - ამის შესახებ Novayagazeta ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და ევროპული პროფილაქტიკის ცენტრის ერთობლივ ანგარიშზე დაყრდნობით იუწყება.

ანგარიშის თანახმად, რუსეთის გარდა, ევროპაში იმუნოდეფიციტის ვირუსის გავრცელების ტემპებით უკრაინა, ბელარუსი და მოლდოვა ლიდერობენ.

კვლევაში ნათქვამია, რომ 2017 წელს რუსეთში აივ ინფექციით დაავადებულების ფიქსირებული რაოდენობა 100 ათასი კაციდან 71.1 იყო. უკრაინაში 100 ათასიდან - 37. ბელარუსსა და მოლდოვაში დაფიქსირებული მაჩვენებლები 26,1 და 20,6 იყო, - ასევე 100 ათას ადამიანს შორის.

სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ინფექციის გავრცელების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ბოსნია ჰერცოგოვინაში (0.3), სლოვაკეთში (1.3) და სლოვენიაში (1.9) დაფიქსირდა.

რაც შეეხება საქართველოს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ინფორმაციით, სულ შიდსის ცენტრში 7332 აივ ინფიცირებული პირია რეგისტრირებულია.მათ შორის 5486  მამაკაცია, 1846 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი  3816 პაციენტს განუვითარდა. 1495 პაციენტი გარდაიცვალა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე: როდესაც რჩება დისბალანსი ეკონომიკებს შორის, მოქალაქეები მიდიან, ამას უწყობს ხელს ვიზალიბერალიზაცია
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. FARA-ს და გრანტების კანონზე კომუნიკაციის ეტაპი დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics