14:51 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-30 18:01:11, 1249 ნახვა

საზოგადოება
იმერეთში, ძლიერმა ქარმა 60 საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა და 25 ხე წააქცია

ძლიერმა ქარმა იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებს პრობლემები შეუქმნა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამ დროისთვის, რეგიონიდან 210 შეტყობინებაა შემოსული.

უწყების ცნობით, ძლიერმა ქარმა სახურავი 60 საცხოვრებელ სახლს გადახადა, 25 ხე წააქცია და 5 ავტომანქანა დააზიანა. სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.

მეხანძრე - მაშველები ამ წუთებში სამაშველო ღონისძიებებს განაგრძობენ. რეგიონში მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 150 მეხანძრე-მაშველი.

რაც შეეხება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 57 შეტყობინებაა შემოსული. ძლიერმა ქარმა რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სახურავი გადახადა და დააზიანა ხეები. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სავალდებულო სატენდერო შეთავაზება
კაცი, რომელმაც გუშინ ვერაზე 4 ადამიანი დაჭრა, ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული
ქარტია: გამოხატვის თავისუფლების ასეთი შეზღუდვა ქართული ოცნებისთვისაც უპრეცედენტოა
ზატულინის აზრით, ჭიღლაძის დაუსჯელობა რუსების საქართველოში მოგზაურობის სურვილზე იმოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics