15:07 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-28 21:35:02, 1182 ნახვა

პოლიტიკა
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ 56.23% შეადგინა

ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

მისი თქმით, 20:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ  56.23% (1 975 845 ამომრჩეველი) შეადგინა. ანა მიქელაძის თქმით, ამ რაოდენობაში არ შედის საზღვარგარეთ გახსნილი უბნები. იმის გამო, რომ არჩევნების მეორე ტური სამუშაო დღეს ჩატარდა, საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცედურა შესაბამისი ქვეყნის ადგილობრივი დროით, 24:00 საათამდე გრძელდება.

 რაც შეეხება დედაქალაქს, მიქელაძის ინფორმაციით, თბილისში 20:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 55,9% შეადგინა.

ამ დროისთვის ცენტრალურ საარჩევნო ხმების დათვლის პროცედურა მიმდინარეობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics