14:07 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-28 14:45:48, 1113 ნახვა

პოლიტიკა
ივანე მაჭავარიანი: ხმა მივეცი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას

მე მგონი, ძნელი მისახვედრი არ არის, ვის მივცემდი ხმას. მიმაჩნია, რომ მთავარი ამ არჩევნებზე, ეს არის პირველი რიგში, სიმშვიდე და სტაბილურობა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი ჩუღურეთის ოლქის N1 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.

მან წინასაარჩევნო გარემოზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში ჩაივლის.

„წინასაარჩევნო გარემო, რასაკვირველია, რიტორიკით ანომალიური, საკმაოდ მძიმე მოსასმენი და სანახავი იყო. თუმცა, ვფიქრობ,  სამართლებრივად კანონის ფარგლებში იყო ყველაფერი. ამ ეტაპზე, კანონი მგონი არ დარღვეულა არცერთი მხრიდან, მასშტაბურად ვგულისხმობ. დარწმუნებული ვარ, არჩევნები დღესაც მშვიდად ჩაივლის", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
პოლონეთი უკრაინას რუსეთის მხრიდან შესაძლო ცრუ დროშის ოპერაციაზე აფრთხილებს
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics