12:57 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-28 00:38:05, 1160 ნახვა

პოლიტიკა
ვინც ხმათა უმრვლესობას მოიპოვებს, ის გახდება საქართველოს პრეზიდენტი

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებულად ის კანდიდატად დასახელდება, რომელიც ამომრჩეველთა ყველაზე მეტ ხმას მიიღებს.

იმ შემთხვევაში თუ მეორე ტურში კანდიდატებმა ხმების თანაბარი რაოდენობა მიიღეს, არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელსაც პირველ ტურში ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ხმა ჰქონდა მოპოვებული.

მეორე ტურში ერთმანეთს ორი კანდიდატი დაუპირისპირდება. ესენია: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და დამოუკიდებელი, "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.

პირველი ტურში ამომრჩეველთა ხმები ასე გადანაწილდა: ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 38,64% მიიღო, გრიგოლ ვაშაძემ კი, 37,73%.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 20 გემს დაარტყა
თბილისის ტრამვაის ტენდერში თურქულმა კომპანია EmreRay-მ გაიმარჯვა - პროექტი ₾288 მლნ ჯდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics