11:11 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-20 19:00:49, 2189 ნახვა

სამართალი
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პროკურატურაში დაიბარეს

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პირადობის ყალბი მოწმობების შესაძლო დაბეჭდვის შესახებ მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, პროკურატურაში დაიბარეს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაურია გამოკითხვაზე 12:00 საათზეა დაბარებული, ხოლო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი ირმა პავლიაშვილი 12:30 საათზე.

ცნობისთვის, დღეს სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობები დაიბეჭდა და ამ საქმეში სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი, სოსო გიორგაძე პირადად იყო ჩართული. 

მოგვიანებით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე სოსო გიორგაძემ ბრიფინგი გამართა. მან აღნიშნა, რომ არასამათავრობო ორგანიზაციების მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, თითქოს უწყება ყალბ პირადობის მოწმობებს ამზადებს, სიმართლეს არ შეესაბამება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics