10:35 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-20 09:41:33, 1102 ნახვა

საზოგადოება
გახარია ხობზე: აერიათ საწვავი და ცეცხლის ასანთებად ბენზინი გამოიყენეს, რამაც აფეთქება გამოიწვია

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, სამეგრელოში, სოფელ ხეთაში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მოქალაქეები ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მოინახულა. 

მისი თქმით დაშავებულების გადარჩენისთვის ყველაფერი კეთდება: 

„ზუსტად რა მოხდა ვერ გეტყვით, არ გვქონდა საკმარისი დრო ამისთვის. რაც შეეხება დაშავებულების მდგომარეობას მძიმეა, ჩვენ გამოვიძახეთ რეანომობილები  და იმედი მაქვს, რომ ბავშვებს გადავარჩენთ. სულ დაშავებულია 7 ადამიანი, ერთი ოჯახის წევრები. მე ვესაუბრე ოჯახის მამასაც, რომელიც ყველაზე მსუბუქ მდგომარეობაშია და არაფერი სერიოზული არ სჭირს. როგორც ჩანს მათ აერიათ საწვავი და ცეცხლის ასანთებად  ბენზინი გამოიყენეს, რამაც  აფეთქება გამოიწვია. ვფიქრობ, რომ „ევექსი“ და ჯანდაცვის სამინისტრო მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ ოჯახის ყველა წევრი გადავარჩინოთ, პირველ რიგში ბავშვები. შესაბამისად, ამიტომ ხდება რეანომობილების მობილიზება მთელი დასავლეთ საქართველოდან. იმედი მაქვს, რომ შედეგი ყველა ჩვენგანისთვის პოზიტიური იქნება“,-განაცხადა მინისტრმა.

 

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლავროვისა და რუბიოს პირველი შეხვედრა თითქმის ერთი წლის შემდეგ მხოლოდ 35 წუთს გაგრძელდა
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics