16:23 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-19 17:35:25, 1616 ნახვა

კომენტარი
ზურაბიშვილი: სააკაშვილის განცხადება ქართული ღირსებისა და ღირებულებების შეურაცხყოფაა

მიხეილ სააკაშვილის განცხადება არის ქართული ღირსებისა და ღირებულებების შეურაცხყოფა და მიუღებელია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისგან, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის განცხადება ისრაელიდან ჩამოსული პიარკონსულტანტის მიმართ ანტისემიტური შინაარსის არის.

„საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიერ ასეთი გამოთქმები ანტისემიტურ გამოთქმებში ჯდება, რაც საქართველოს არასოდეს ახასიათებდა. საქართველო მსოფლიოში ყოველთვის ცნობილი იყო იმით, რომ აქ ანტისემიტიზმი არასდროს არსებობდა. ეს არის საქართველოს, ქართული ღირსების, ღირებულებების შეურაცხყოფა და მიუღებელია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისგან", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
თამარ ლორთქიფანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
წარმატებული მოლაპარაკებები ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
ზელენსკის თქმით, უკრაინამ მოსკოვის რეგიონში მდებარე დუბნას კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრს მეორედ დაარტყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics